სამართალი
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, სრულად დააკმაყოფილა.
მოსამართლის განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. კერძოდ, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.
ქართველმა სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია 7 პირი, აქედან უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი "დონბაისის" წევრი ლუკა ჩხეტიაა, რომლის ოჯახიც აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
შსს-ის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტასა და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


