პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ნაცვლად, უნდა გაძლიერდეს - სახალხო დამცველის წარმომადგენელი
სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს. აღნიშნული ინსტიტუციის შენარჩუნების საჭიროებაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.
როგორც თოდუამ აღნიშნა, საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად და პრობლემად რჩებოდა, ხოლო ამ მიმართულებით წარმოებულ გამოძიებებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კომპონენტი აკლდა.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებები არაერთხელ იქნა შესწავლილი და ასეთ საქმეებზე პროკურატურის გამოძიება კრიტიკას ვერ უძლებდა.
“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სჭირდებოდა გაძლიერება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების პროკურატურისგან დამოუკიდებლად ჩატარების უფლებამოსილება ჰქონოდა. ასევე ვფიქრობთ, რომ ის დანაშაულები, რომელიც ამ უწყებას 2022 წლიდან მიეკუთვნა, მის მანდატს ამძიმებდა და მისი რესურსების არასწორი მიმართულებით გადართვას იწვევდა. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეს უწყება ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე და არა ისეთ დანაშაულებზე, რომელიც მას შემდგომ დაემატა - იყო ეს ოჯახური დანაშაული თუ კერძო პირების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ნაცვლად, უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თათული თოდუამ სახალხო დამცველის სახელით.
პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ხორციელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღნიშნული სამსახურის ქვემდებარეობის ქვეშ მიმდინარეობდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


