უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ოქტომბერი, 2025 14:52
font-size

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, გ. ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, გ. ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ამასთან, პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების არმიწოდების გამო.

საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს 2025 წლის 25 და 26 ოქტომბერს საუზმის სახით შესთავაზეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად დადგენილი ულუფა, რაზეც უარი განაცხადეს და საკანში დაიტოვეს მხოლოდ პური, შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ.

ასევე 2025 წლის 26 ოქტომბერს, 13:22 საათზე მსჯავრდებულებს შეეთავაზათ სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე ასევე არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ და იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია, თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით. ეს ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას.

ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი