პოლიტიკა
სოზარ სუბარი გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხს გამოეხმაურა
დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები შეგნგენის ზინაში გადაადგილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ.
"თითოეული მოქალაქე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის ქმედებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად და მიღებული იქნება ყველა ზომა, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე. თუმცა მთავარი მაინც არის ის, რომ მოქალაქეებმა, ყველამ შევიგნოთ, რომ ჩვენი ქმედებით ვვნებთ მთელ ქვეყანას. ამ ფორმით წასული ადამიანი იქ ვერ დარჩება და საბოლოოდ, ვერანაირ თავშესაფარს ვერ მოიპოვებს.
სუბარი მოქალაქეებ მოუწოდებს გაიაზრონ, რომ დეპორტაციის შემთხვევაში მათ სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრებიდან გასვლა.მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გერმანიაში სწორედ ერთობლივი ზომების დასაგეგმად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, გერმანიაში გამოვლენილი ქართველი დამნაშავეების 60% თავშესაფრის მაძიებელია. გამოცემაში წერენ, რომ საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დონეზე არკვეული ზომების ამოქმედებას არ გამორიცხავს. შესაძლო ზომებს შორის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობის გაძლიერება და მოქალაქეების დაბრუნების გააქტიურება განიხილება.
გერმანელმა დეპუტატმა სტეფან მაიერმა განაცხადა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გასამმაგების გათვალისწინებით, მოქმედების დრო დადგა. ის საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას თავხედურს და მიუღებელს უწოდებს. მისივე განმარტებით, ისინი გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ისარგებლონ, თუმცა მათ განაცხადს წარმატების შანსი არ აქვს.
როგორც გერმანული გამოცემა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი 238 ადამიანმა მოითხოვა, ოქტომბერში -355, ნოემბერში – 444, დეკემბერში – 522, ხოლო იანვარში – 745-მა.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


