პოლიტიკა
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს და ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
სოზარ სუბარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს მტკიცე მხარდაჭერისა და სამინისტროსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ ჯორჯ ოკოთ-ობომ მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


