პოლიტიკა
სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა უკრაინაშიც გამოცხადდება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა უკრაინაშიც გამოცხადდება, თუმცა, მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ პირველი ქვეყანა, სადაც სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, საქართველო იყოს. როგორც სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედს“ განუცხადა, სააკაშვილი პოლიტიკურად გაკოტრდა და თავშესაფრის ძიებაშია.
,,სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, ძებნილი საქართველოს მხრიდან და დარწმუნებული იყავით, რომ მალე ძებნილი გახდება იმ ქვეყანაშიც, სადაც აქამდე მოღვაწეობდა.
მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ მან ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ ჰქონდა მთელი გათვლა 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ახლა ნახა, რომ საბოლოოდ გაკოტრდა და მოძებნის ნავსაყუდელს სხვაგან. თუმცა, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე, უბრალოდ, მინდა რომ პირველი ქვეყანა, სადაც ის წარსდგება, იყოს საქართველო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების თაობაზე გუშინ გააკეთა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


