სამართალი
სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს იურიტს პასუხობს
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილია, თავად ოხანაშვილი პასუხობს.
"ამ საქმესთან დაკავშირებით მე აღარ ვსაუბრობ. არ გავცნობივარ მის ინტერვიუს, ის არ წარმოადგენს ჩემთვის ავტორიტეტს. თქვა და რა ვქნა, გამოვეკიდო?“, - განაცხადა ტელეიმედთან სოსო ოხანაშვილმა.
კითხვაზე, დამატებით დაკითხა თუ არა გამოძიებამ, ოხანაშვილი ამბობს, რომ მას ჩვენება გამოძიებისთვის აღარ მიუცია.
ცნობისათვის, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუში საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, ამბობს, რომ ის პირი, ვისთანაც გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ. კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სოსო ოხანაშვილს, ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ დაცვის უფროსი ჰყავს მხედველობაში.
„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ“, - განაცხადა ქარჩავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


