პოლიტიკა
სომხეთში იმედოვნებენ, რომ ლარსის ალტერნატიული გზის საკითხი შემოდგომისთვის იქნება გასაგები
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, არსენ ხარატიანის ინფორმაციით, ერევანში იმედოვნებენ, რომ ლარსის ალტერნატიული გზის საკითხი შემოდგომისთვის გაირკვევა.
„შემოდგომისთვის იქნება გასაგები, შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული გზის ამოქმედება. იცით, რომ ლარსში ძალიან სერიოზული საცობებია. ბოლო თვეებში მანქანებს ლოდინი საათობით უწევთ, 10 საათამდე. აუცილებელია რაიმე გადაწყვეტილების მოძებნა”, – აღნიშნა ხარატიანმა და განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი საქართველოსთანაც და რუსეთთანაც მიმდინარეობს, ასევე შვეიცარიულ კომპანიასთან ტვირთების მონიტორინგზე გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ კი ამ კუთხით სიახლეს ელოდებიან.
სომხეთის ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანის თქმით, ლარსის პრობლემა ხელს უშლის სომხეთის ექსპორტს.
„ლარსი – ეს პრობლემაა ექსპორტის მოცულობისთვის. მაგალითად, ლარსის პრობლემის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში გაიზრდებოდა”, – განაცხადა გრიგორიანმა.
მან დაამატა, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზის მოძებნა ან არსებულ მარშრუტზე ადმინისტრაციული ბარიერების დახვეწა.
რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტს რუსეთმა და საქართველომ მოაწერეს ხელი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


