უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2020 15:13
font-size

“სომხეთში ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა” - საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სფეროს სპეციალისტებმა მიიღეს. ონლაინ შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს კლინიკური საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

საუბარი შეეხო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებსა და გაიდლაინებს. ისაუბრეს ტესტირების ალგორითმზე და იმ პრეპარატებზე, რომლებსაც მკურნალობისას გამოიყენებენ.

„ეს შეხვედრა კონკრეტულად ეთმობოდა კლინიკური მენეჯმენტის საკითხებს და ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება თუ როგორ ხდება კლინიკური შემთხვევების მართვა საქართველოში და ასევე სომხეთში. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა. სომეხი კოლეგებისთვის საინტერესოა საქართველოს მიდგომების გაცნობა და იმ სტრატეგიების შესწავლა, მეტად დეტალურად, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა შეეკავებინა ვირუსის გავრცელება. ჩვენ ბუნებრივია მზად ვართ გავუზიაროთ ეს ინფორმაცია და დეტალურად ვისაუბროთ იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რაც შესაძლოა იყოს საინტერესო სომხური მხარისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრი პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ფაქტი, რომ სომხურ და ქართულ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა, პოზიტიური მოვლენაა.

„თქვენ იცით, რომ მათი მხრიდან იყო რაღაც დაუფიქრებელი თუ მიუღებელი, და რაც მთავარია, სიმართლეს აცდენილი ფაქტები, რომელსაც ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხეთ. ამიტომ, ეს ინციდენტი ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ გავაცანით ჩვენი გამოცდილება „კოვიდ-19“-ით ავადმყოფების მართვის საკითხში. მათ თავისი გამოცდილება გაგვაცნეს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „კოვიდ-19“-ის მართვის ჩვენი პრინციპები არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და ამიტომ გვაქვს ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვიდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მაგრამ კმაყოფილებით მინდა, შევნიშნო, რომ პაციენტთა მკურნალობისა და მართვის საკითხებში მათი მიდგომებიც საკმაოდ კარგია. ბევრი რამ ჩვენ შორის საერთოა. კლინიკური მართვის თემა ამოვწურეთ და ვიტყოდი, რომ ის, რაც ხვალიდან უნდა დაიწყოს, ის ონლაინშეხვედრები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ გაგებით, რომ სომხეთში ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა და სწორედ ის, რაზეც ხვალ იქნება საუბარი, პირდაპირ შეეხება ეპიდემიის ჩარჩოებში მოქცევას და იმის დაძლევას, რაც იქ ხდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი