სამართალი
სომხეთის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე ექსტრადირების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს
საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილი, რომელიც სომხეთის საპატიმროში იხდის სასჯელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში თავისი ექსტრადირების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს.
მარტიაშვილი, რომელსაც ე.წ. ჰეროინის საქმეზე, 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ,,პირველ არხს“ დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.
„იქნებ, როგორმე ხმა მიაწვდინოთ საქართველოს პროკურატურას, უკვე ოთხი თვეა, სომხეთის მხარემ გადმოუგზავნა საბუთები ექსტრადირების შესახებ, რასაც საქართველოდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ძალიან გაუარესებული მაქვს. დიაბეტის გამო, განგრენა მეწყება. არავითარ ყურადღებას არ მაქცევენ. ერთი წელი, საავადმყოფოში ვწევარ“, – აცხადებს მარტიაშვილი.
,,პირველი არხის“ ინფორმაციით, ავთანდილ მარტიაშვილი საქართველოში რეგისტრირებულმა თურქულმა კომპანიამ მძღოლად დაიქირავა. 2013 წელს, ერთ-ერთი გადაზიდვის დროს, სომხეთ-ირანის საზღვარზე, მარტიაშვილის ავტომობილი გააჩერეს და მასში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოჩნდა. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ კი, მიიმალა. მალევე, ისიც დააკავეს და ბრალი აღიარა. ასევე, ითქვა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მარტიაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმრის ექსტრადირებისთვის საჭირო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


