პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ გამოთხოვილი მასალა კანონით დადგენილ ვადებში მიიღო, თუმცა ანგარიშში არ ასახა და ოფიციალურად განაცხადა, რომ სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღია.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 2017 წლის 2 თებერვალს გამოითხოვა ინფორმაცია (ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად) სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ.
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოთხოვნილი ინფორმაცია 10 დღის ვადაში მატერიალური სახით, საქართველოს ფოსტის საშუალებით გადაეგზავნა. გაგზავნილი წერილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 14 თებერვალს ჩაიბარა (საქართველოს ფოსტამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმღები პირის მონაცემები აცნობა)’’, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


