პოლიტიკა
სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.
ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულება სოფლად ფერმერული საქმიანობის გაჯანსაღება იყო.
აღნიშნული მიმართულებით სამოქმედო გეგის შესრულების ნაწილში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება ახალი საწარმოების აშენება-გადაიარაღების, აგროდაზღვევის, მრავალწლიანი ინტენსიური ბაღებისა და ჩაის პლანტაციების გაშენების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის, კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერისა და აგრო-სასურსათო ღონისძიებებში მონაწილოების საკითხებზე გაამახვილა.
გარემოს დაცვის ნაწილში ნოდარ კერესელიძემ ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ წყლის, ტყის და სხვა რესურსების მდგრადი მართვის, ტყის მდგრადი განვითარების მიზნით ტყეების კატეგორიზაციის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენელმა პირებმა წარმოადგინეს.
ყურადღება გამახვილდა სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სოფლად წყალმომარაგების სისტემების აშენება/რეაბილიტაციის, ტურისტული ბილიკების მოწყობის, იუსტიციის სახლების მშენებლობის, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის, რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და სხვა საკითხებზე.
ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა და მომავალში სოფლის განვითარების ინსტიტუციური მოწყობის პროექტის ფარგლებშიც მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


