პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა ინდოეთის ელჩს იუგეშვარ სანგვანს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდოეთის ელჩთან საქართველოში (რეზიდენციით - ერევანი, სომხეთი), სადაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს. ელჩის თქმით, ჩვენს ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განავითარონ. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღებული შეთავაზება ინდოეთის მთავრობის მიერ განიხილება, - აცნობეს მედიანიუსს პარლამენტიდან.
„ორ ქვეყანას შორის არსებობს აქტიური თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით. მნიშვნელოვანია საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებაც“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და მან ამისთვის სრული მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე, ელჩმა, საქართველოში ინდური კომპანიების მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე, ენერგოსექტორში, ტურიზმისა და სხვა სფეროში განხორციელებულ ინვესტიციებზეც ისაუბრა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


