პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენაში, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავასა და ასამბლეის პრეზიდენტ, კრისტინა მუტონენთან გამართულ შეხვედრაზე, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.
შეხვედრისას, ასამბლეის პრეზიდენტმა, 2016 წელს, თბილისში გამართული ყოველწლიური შეხვედრა გაიხსენა და ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „საქართველოს დელეგაციასთან ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა და კონტაქტები გვაკავშირებს. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას აგრძელებს. აქვე მინდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის წარმატებით დასრულება მოგილოცოთ და თქვენ ქვეყანას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კრისტინა მუტონენმა.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ საქართველოს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ საქართველოს მყარი პოზიცია უჭირავს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს შეუქცევადი პროცესია. ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და მისი ფასეულობების იმპლემენტაცია მოახდინოს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი წერეთელი, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


