პოლიტიკა
სოფიო ქაცარავა ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცებას, საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, აგრეთვე, ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად შეიქმნება დიდ ბრიტანეთთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც აქტიურ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ამოცანებს, უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს, მათ შორის განხილული იქნა დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.
„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაა ჩვენს პარტნიორებთან. მეტ ყურადღებას დავუთმობთ სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებას საპარლამენტო კუთხით უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ფარგლებში. თანამშრომლობის სამომავლო საინტერესო გეგმები გვაქვს, როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან, ასევე უელსისა და შოტლანდიის პარლამენტებთან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაზე ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან და მეგობრობის ჯგუფებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მხარდაჭერა გამოხატა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


