სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს ხვალ შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ხვალ შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ, სადაც სამართალდამცვლებისა და ადვოკატების თანდასწრებით მან უნდა აღწეროს ის ვითარება, რაც ხადას ხეობაში მკვლელობის დღეს ნახა.
ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დარწმუნებულია, რომ ეს ექსპერიმენტი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს.
ამასთან, დღეს ბრალდებულ კობაურს დაცვის მხარე კიდევ ერთხელ გამოკითხავს.
„კობაური გავა დანაშაულის ადგილზე, აღწერს ვითარებას თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც დაცვის მხარეს მიაწვდის ინფორმაციას. მე ვფიქრობ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მით უმეტეს პასუხი გაეცემა იმას, რატომ არის ამდენი ცდომილება საქმეში ბრალდების მხარის მიერ დაშვებული,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


