უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ივლისი, 2018 14:05
font-size

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მოითხოვს, ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს

აშშ-სა და საქართველოს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი უნდობლობას უცხადებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მოითხოვს ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს.

ადვოკატს აშშ-ს ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრა სურს.

როგორც დავით გირგვლიანმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის დებატებში გამოიწვიოს საქმის პროკურორი და გამოძიებასთან დაკავშირებით, ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები გააკეთოს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის მოწმეები გავხდით. ქართულ გამოძიებას თავად ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან და ეს დაადასტურა ხორავას ქუჩის საქმემ. საიდან აღმოჩნდა ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, სად წავიდა ის შავი ავტომობილი, რომლის შესახებაც საუბრობს მკვლელობაში ბრალდებული კობაური. ამის გამოსაძიებლად არაფერი გააკეთდა“, –აცხადევს ადვოკატი დავით გირგვლიანი.

მისივე თქმით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც ხეობაში შავი ჯიპი დაინახეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხადას ხეობაში ყველაზე მეტად დაჩაგრული ადამიანი იყო. ის იყო ადვილად ხელში ჩასაგდები და დასაჩაგრი, ვისზეც ძალიან მარტივი იქნებოდა, ხელების შეწმენდა. არსებობენ ადამიანები, ვინც შავი ავტომობილი დაინახა. ისინი ამ ეტაპისთვის დაკითხულები არ არის. იცით, რომ საქმეში ჩაერთო ფედერალური ბიურო და ისინი გამოძიებას იქიდან კი არ დაიწყებენ, სადაც ქართული გამოძიება გაჩერდა, ისინი დაიწყებენ თავიდან. ამიტომ, არ მინდა გარემოებების ნაადრევი გასაჯაროებით მათ ხელი შევუშალო. დაელოდეთ ობიექტურ ჭეშმარიტებას“, – აღნიშნა ადვოკატმა მედიაცენტრ „მთავარში“.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი