უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ივლისი, 2018 15:00
font-size

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს - ადვოკატი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს, – განაცხადა ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

„მალხაზ კობაურის პოზიციიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვიდრე იგი გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

მისი ინფორმაციით, დაცვის სტრატეგია შერჩეულია, თუმცა მის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები. თუმცა, დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, თითქოს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე თქვა. მედიით გავრცელებული დასკვნის თანახმად, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი მიბჯენით არის მოკლული.

ხადას ხეობაშ მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაინს სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი