საზოგადოება
სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ახალი, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის სკოლების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლების წარმომადგენლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვა იყო.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, დირექტორებს შესაძლებლობა აქვთ, სასწავლო პროცესი სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმონ იმგვარად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ, როგორც მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოების დაცვა, ასევე, შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
დირექტორებმა მინისტრის მოადგილეს რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და თავიანთი სკოლების საჭიროების შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილეს თქმით, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვის მიმართულებით, ყველა სკოლას სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


