საზოგადოება
სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ - მამუკა ბახტაძე
განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ბაღების მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ბაღები განათლები სისტემის ნაწილი არ არის, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია და ეს აუცილებლად გამოსწორდება.
„სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ, ახალი რეფორმის ფარგლებში, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმის დანერგვის შემდეგ ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები ჩაითვლებიან განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად და შესაბამისად მათი ანაზღაურებაც დაიანგარიშება განათლების სისტემაში არსებული პრინციპების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


