პოლიტიკა
სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის ინცინდენტების გამოძიების არდასრულება საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს - NDI
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის ინცინდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს.
ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას დელეგაციის წევრებმა დღეს გააცნეს.
„საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო უმეტესწილად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უწყობს ხელს. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები, რომელიც ამ მთავრობის უფლებამოსილების ვადას სცილდება, კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ეს გამოწვევები ორ, ურთიერთგადაჯაჭვულ სფეროდ შეიძლება დაიყოს: რესურსები და დაშინება. რესურსების გამოწვევა კამპანიისთვის არათანაბარ შემოწირულობებს და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას გულისხმობს - ორივე მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის (თუმცა იშვიათი) ინციდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ გამოწვევების მასშტაბებზე ვერ თანხმდება.
დამატებით გამოწვევებს ასევე წარმოადგენს: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, ხმების დათვლის და ბიულეტენების შეჯამების პროცედურების დამატებითი განმარტება და საჩივრების განხილვა. მათი გადაწყვეტა სამართლებრივი და პროცედურული ღონისძიებების გატარებით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, 23-27 ივლისის პერიოდში საქართველოს „ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის“ წევრები სტუმრობდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


