პოლიტიკა
სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება, როდესაც ისეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, როგორიცაა “ტაბულა“, ან „მომავლის აკადემია“, ესეც არის ექსტრემიზმის წახალისება და ამას ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე
როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ პოსტს ეხებოდა დაფინანსებებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში საქმე ეხებოდა პარტიების ირიბ დაფინანსებას.
„მაგალითად რომ ავიღოთ „ტაბულა“, ან „მომავლის აკადემია“, ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი. საქართველოში კანონით და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული, მაგალითად იგივე „ტაბულა“, ე.წ. „მომავლის აკადემია“, რომელიც მანამდე იყო „ფრანკლინის კლუბი“. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემიზმთან ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას. თავის დროზე, როდესაც „ფრანკლინის კლუბი“ დაფუძნდა, შემდეგ გარდაიქმნა მომავლის აკადემიად, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები იყო დაფუძნებული კონკრეტული ძალების მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ, შედეგებიც ვიხილეთ. ამის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ იქნება არავითარ შემთხვევაში სწორი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


