პოლიტიკა
სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ - გიგი უგულავა
„პოლიციის სიმრავლიდან წინასწარ ჩანს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესამდე განაცხადა.
უგულავას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისთვის 800 000 ადამიანი მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან.
„ბავშვი არავინ არ არის და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოში არ ხდება და ის უკვე მიღებულია. გადაწყვეტილება არის შემდეგი - იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე, გაიგონოს 800 000 ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. მარტივად არის, ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს 800 000 ადამიანი არ არის ჩემი მოქალაქე. პასუხისმგებლობას იხსნის და მზად არის, რომ გადაგვიაროს. აქ საქმე ძალიან მარტივად არის - ჩვენ, ეს 800 000 ადამიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყანაში. სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა არის ერთადერთი - პროპორციული არჩევნები“,- განაცხადა უგულავამ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სასამართლომ, დღეს პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილოს, რომელიც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


