უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 დეკემბერი, 2017 12:40
font-size

,,სიტროენ ჯორჯიას“ საქმის მასალები პრემიერის აპარატში შეაქვს

კომპანია ,,სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებული დავა, რომლის გამოც პრემიერ-მინისტრი დებს პირობას, რომ მთავრობის დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს, გრძელდება.

მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდების გასამყარებლად ,,სიტროენ ჯორჯიას“ მენეჯერებმა გადაწყვიტეს პრემიერის აპარატს საქმის მასალები მიაწოდონ. ისინი ადმინისტრაციაში დოკუმენტებს დღეს წარადგენენ.

სწორედ ,,სიტროენ ჯორჯიას“ იურისტები და გია გაჩეჩილაძე საუბრობდნენ, რომ მთავრობა კერძო კომპანიებთან კაბალურ გარიგებაშია. მაგალითად კი, დასახელდა ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვას შეეხებოდა.

როგორც ,,სინტროენ ჯორჯიას“ იურისტი განმარტავს, პრემიერის აპარატში დოკუმენტაციის შეტანის გადაწყვეტილება მიღებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება იყო ნაჩქარევი და მთავრობის მეთაურს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

,,ეს განცხადება იყო აშკარად ნაჩქარევი, მიკერძოებული. ალბათ, მას ჰყავს ძალიან ცუდი მრჩევლები. ჩვენ მაინც შევიტანთ ამ მასალებს, რათა პრემიერ-მინისტრი და მისი მრჩევლები დარწმუნდნენ იმაში, რომ ,,სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებები და საჩივრები არის საფუძვლიანი“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კორძახიამ.

მისივე ინფორმაციით, მოვლენების ფონზე ,,სიტროენის“ სათაო ოფისში საფრანგეთში გაკეთდა განცხადება, რომ კომპანია საქართველოს დატოვებს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი