საზოგადოება
`სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია`- დღეს, 18:00 საათზე, `იბერიასთან` სოლიდარობის აქცია გაიმართება
ტელეკომპანია "იბერიასთან" საზოგადოების წარმომადგენლები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დღეს, 18:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქცია, სოცოალირი ქსელით დაიგეგმა. ორგანიზატორები ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე მიტანილ იერიშს აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.
სოლიდარობის აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან.
ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელები და ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.
არხის მენეჯმენტის თქმით, "იბერიას" მთავარი დამფინანსებელი " ომეგა ჯგუფი" და მასში შემავალი კომპანიებია, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რაც ტელეკომპანია "იბერიას" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს.
კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ღიად თქვა, რომ ხელისუფლებისაგან მათ მიიღეს შემოთავაზება, რომ თუ ტელეკომპანია “იბერიას” დათმობდნენ, „ომეგა ჯგუფის“ ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


