პოლიტიკა
სიტყვიერი შელაპარაკება სამხედროებს შორის სიგარეტის მოწევისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო - პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის ინფორმაციით, კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში გუშინ საღამოს სამხედროებს შორის სიგარეტის მოწევისთვის განკუთვნილ ადგილას სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მისივე თქმით, დაშავდა 5 სამხედრო მოსამსახურე, აქედან სამი ცივი იარაღით, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში ინციდენტი 1-ელ აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოწევისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – თქვა ბაზერაშვილმა.
ბაზერაშვილის თქმით, გამოყენებული იარაღი სამხედროების აღჭურვილობაში არ შედიოდა.
კითხვაზე, სავალდებულო იყო თუ არა, რომ ადგილზე სამხედრო პოლიცია ყოფილიყო, პოლკოვნიკმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
„საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები – საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; გამოკითხული იქნა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი“, – აღნიშნა ბაზერაშვილმა.
მისივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ხუთი ჯარისკაცი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მეორე დაშავებული „ამტელ ჰოსპიტალში“ მიიყვანეს. კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, რომელსაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან გაწერეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


