პოლიტიკა
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, კონკრეტულ ფორმულირებას უნდა დაველოდოთ, საპარლამენტო განხილვისას რაზე შევჯერდებით, რაზე შევთანხმდებით. სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება. ზოგიერთი კრიტიკოსი თუ თვლის, რომ ეს პრობლემა არ არის და ყველაფერი ჰაერიდან არის მოტანილი, ეს გასაგებია, მაგრამ მათ ვერანაირი არგუმენტით ვერ შევასმენთ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემა დგას და არა მხოლოდ საქართველოში, რომელსაც 90-იანების მძიმე გამოცდილება გვაქვს კონსტიტუციური წყობილების არაღიარების ნაწილში“, – აღნიშნა მახაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ეს ყოველთვის დამახასიათებელი პრობლემა იყო.
„ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი შეიძლება, არის ლამაზი სიტყვები, თამაშობანა, მაგრამ ეს მძიმე პროცესია სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ. დღეს ვიღაც არ აღიარებს, მაგრამ ხვალ პრეზიდენტის სასახლეში შევარდება. დღეს ვიღაც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ხვალ არჩევნების ჩაშლას შეეცდება და ხელისუფლებას კეფაში ტყვიის სროლით ემუქრება. უნდა შევხედოთ, რა სიმძიმის პრობლემაზეა საუბარი. ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. გადავწყვიტეთ, რომ დღეს იმის დრო დადგა, ამ პრობლემას ამ სახით შევხედოთ და დავარეგულიროთ. ვიდრე ხელისუფლების დამხობაზე იქნება საუბარი, თითოეულ ამ სიმპტომს უნდა ვებრძოლოთ, ამ შემთხვევაში, სამართლებრივი გზით“, – განაცხადა მახაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


