სამართალი
სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საი-ას ინფორმაციით, დაკვირვების შედეგად გამოვავლინეთ შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- ყოველთვის მაღალი იყო და საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობისა და გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები შემთხვევათა მხოლოდ 3%-ში გამოიყენეს.
- კვლავ პრობლემაა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება. პროცენტული მაჩვენებელი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა. კერძოდ, 141 შეფარდებული პატიმრობიდან 17 (12%) იყო დაუსაბუთებელი და არ იყო გამოყენებული, როგორც უკიდურესი საშუალება, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. 245 გამოყენებული გირაოს შემთხვევაში კი 73 (30%) იყო დაუსაბუთებელი;
- პროკურორები კვლავ არ აგროვებდნენ სათანადო ინფორმაციას ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, გირაოს ოდენობის დასასაბუთებლად. ბრალდებულთა 88%-ის მიმართ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობაში ბრალდების მხარეს ყურადღება არ გაუმახვილებია მათ მატერიალურ შესაძლებლობებზე. ასეთ შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნილი ოდენობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება პატიმრობის ტოლფასია.
- კვლავ არ ფიქსირდება სახელმწიფოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის შემთხვევის გამოძიებაზე, რასაც ბრალდებულები ან პროცესის მონაწილეები სასამართლო პროცესებზე აცხადებენ. მოსამართლის როლი ამგვარ შემთხვევებზე რეაგირების საკითხში ფორმალურია.
- ჩხრეკისა და ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრაქტიკა კვლავ პრობლემურია. შემთხვევათა 92%-ში ჩხრეკა/ამოღება გადაუდებელი აუცილებლობით ტარდება, რასაც სასამართლო კანონიერად ცნობს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში ან მიყევით ბმულს
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


