პოლიტიკა
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლსა და ჯიბეში - გია გაჩეჩილაძე
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლსა თუ ჯიბეში.
გაჩეჩილაძის ინფორმაციით, განიხილება ვარიანტი, რომ ხუთი სახის ნარკოტიკის ფლობასთან დაკავშირებით მოხდეს შემცირებული დოზის დაშვება. დეპუტატის თქმით, ეს მისთვის მიუღებელია.
„უპირველეს ყოვლისა, ყველას ვთხოვ, წაიკითხოს ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენცია, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. იქ პირდაპირ წერია, რომ პირველ კატეგორიაში, ანუ უმძიმეს ნარკოტიკებში გადის როგორც ჰეროინი და კოკაინი, ასევე მარიხუანა და ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, აქ რეალიზაციაზეა საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მომხმარებელი პატიმრობით არ დაისაჯოს, მას მკურნალობა სჭირდება და უნდა ჩაითვალოს როგორც დაავადებული ადამიანი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში, ჯიბეში და ასე შემდეგ. ჩვენ - “მწვანეთა პარტიას“ მკაცრი პოზიცია გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით“, - თქვა დეპუტატმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


