სამართალი
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამართალდამცავი ორგანოს 5 თანამშრომელი - ლონდა თოლორაია
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს უსმენენ. სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია მათ სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტზე ესაუბრა. სახელმწიფო ინსპექტორმა, ასევე, ისაუბრა სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე:
,,ჩვენთვის პრიორიტეტია გამოძიების სწრაფი პროცესის უზრუნველყოფა. გამოძიებას ვიწყებთ დაუყოვნებლივ ყველა იმ შეტყობინებაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. 2019 წელს გამოძიება დავიწყეთ 68 სისხლის სამართლის საქმეზე.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ვატარებთ შემჭიდროებულ ვადებში. 2019 წლის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 16 გამომძიებელმა ჩაატარა 1200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
აღნიშნული 68 სისხლის სამართლის საქმიდან 10 შემთხვევაში არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც შეწყდა გამოძიება, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამართალდამცავი ორგანოს 5 თანამშრომელი.
რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, აღნიშნულ საქმეებზე, როგორც დანაშაულის ისე, მისი ჩამდენი პირების გამოვლენა მთელ რიგ საკანონმდებლო და პრაქტიკულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.“
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


