უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2018 14:15
font-size

სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას - ნათია მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია მ.კ.-ს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სცილდება კომისიის კომპეტენციას.

მეზვრიშვილის განმარტებით, ამ რეკომენდაციის გაცემა ნაადრევი იყო, რადგან ჯერჯერობით არაა გამოკითხული ყველა მოწმე.

„როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება.

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცოტა გაუგებარია კომისიის მხრიდან ამ ეტაპზე ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა, რომელსაც უშუალოდ აქვს საქმესთან შემხებლობა. შესაბამისად, რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია.

ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა როგორც ჩანს, კომისიამ საკმარისად მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

აღნიშნული საკითხი ახლა პროკურატურის შესაფასებელია, რომელიც დევნის დაწყების კომპეტენციით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს“, -აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს მიმართ გასცა, ფორმალურია და მათზე მიმდინარეობს გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში.

„საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იმავე ფარდულთან დაკავშირებით და თითქოსდა, გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, პასუხები უკვე გაეცა.

ის რეკომენდაციები, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს მიმართ გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რომელზეც კომისია მოგვიწოდებს, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში.

ამიტომ, ცოტა გაუგებარია, ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე რომ მივიდა კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ახლაც ვატარებთ და არც ერთი მიმართულებით მოვლენებისb განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

გუშინ ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიამ შსს-სა და მთავარ პროკურატურის მიმართ სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებული რეკომენდაცია გასცა, რაც გულისხმობს მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ასევე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყებას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი