საზოგადოება
სისხლიანი გარჩევა თელავში - დაპირისპირების შედეგად 3 ახალგაზრდა დაჭრეს
თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. ინციდენტი გვიან ღამით აღმაშენებლილ ქუჩაზე, შპს “ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის” ოფისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც სავარაუდო თავდასხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილებს ცეცხლსასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ერთ-ერთი დაჭრილის მამის, თელავის ღვთაების დედათა მონასტრის მღვდელმსახურის, მამა გენადი გოგილაშვილის ვარაუდით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


