საზოგადოება
სისხლიანი გარჩევა თბილისში - მოკლულია 2 მამაკაცი, ხოლო კიდევ 2 დაჭრილია
გვიან ღამით თბილისში წავკისელის ქუჩის 6 ნომერთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს.
მოკლულები ბიძაშვილები - 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი დაჭრილი კლინიკა "პინეოშია" მოთავსებული. ზურგში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დაზიანება იყო მიყენებული ბასრი დანით მე-11-მე-12 ნეკნებს შუა. ჭრილობა არ იყო შემავალი, დამუშავდა ჭრილობა. ამჟამად პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურადაა“, - განაცხადა ექიმმა ნიკა გავაშელაშვილმა.
ამ დრომდე დაუდგენელია კიდევ ერთი დაშავებულის ადგილმდებარეობა. უცნობია სისხლიანი გარჩევის მიზეზიც. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. სამართალდამცველები წავკისელის ქუჩაზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


