პოლიტიკა
სირიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადი დღეს რუსეთის წაქეზებით მოქმედებს - ჰიზერ ნაუერტი
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დამასკმა ეს რუსეთის ზეწოლის გამო მიიღო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ასადის გადაწყვეტილება ვერაფერს ვერ შეცვლის.
„ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადი დღეს რუსეთის წაქეზებით მოქმედებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. აშშ-ი აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს ვერ შეცვლის“, – თქვა ნაუერტმა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიის გარდა ასევე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


