სამართალი
სინდის-ნამუსი ასეთ ადამიანს ასეთი განცხადებების დროს, ნამდვილად არ ჰყოფნის - ლევან აღდგომელაშვილი ლევან ყიფიანზე
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი ლევან ყიფიანის ჩვენებას ეხმაურება, რომელიც დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა.
,,მან წინა ჩვენებების მიცემის დროსაც განაცხადა, რომ ეს იყო თითქოსდა დადგმული საუბარი, თუმცა, დღეს განაცხადა, რომ მას არ ჰყოფნიდა რაღაც არტისტული ნიჭი. არტისტული ნიჭის რა მოგახსენოთ, მაგრამ სინდის-ნამუსი ასეთ ადამიანს ასეთი განცხადებების დროს, ნამდვილად არ ჰყოფნის.
რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ფარცხალაძესთან რაღაც კონტაქები ჰქონდა. 11-ჯერ დარეკა და რაში დასჭირდა 11-ჯერ დარეკვა ლევან ყიფიანს ფარცხალაძესთან?
მაშინ, როდესაც ბანკი აცხადებს, რომ თანხის გაქეშების პრობლემა მას არ ჰქონია, თუ მას გაქეშების პრობლემა არ ჰქონდა, რატომ გასცა ორ ნაწილად? ანუ, ბანკის განცხადება და ლევან ყიფიანის განცხადება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა რაღაც პროექტი არსებობდა, სადაც ბიძინა ივანიშვილს რაღაც თანხა უნდა ჩაედო, ეს არის აბსურდი. სულ სხვა მიზნით იყო იქ შეხვედრა. თუკი რაღაც ამდაგვარი შეხვედრა იყო, რატომ იყო იქ გიორგი გახარია, რატომ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს-ცენტრში, როგორც ეს გახარიამ თქვა? გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა ბიზნესომბუდსმენის დახმარება? ეს ხო სისულელე და აბსურდია. იქ შეხვედრა შედგა სულ სხვა მიზნით, არანაირი თანაინვესტირების ფონდიდან რაღაც თანხის გამოტანაზე არ ყოფილა საუბარი. ეს არის გამოგონილი ისევე, როგორც ლევან ყიფიანის პირველი განცხადება იყო“, - აცხადებს ლევან აღდგომელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


