პოლიტიკა
სინანულს გამოვთქვამთ კონსესუსის ნაკლებობის გამო - ფედერიკა მოგერინი
სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსესუსის ნაკლებობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისადმი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის საპასუხო წერილში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
„მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერისა და ჩემ მიმართ, სადაც თქვენ ოცდათორმეტ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად გამოხატავთ საერთო შეშფოთებას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით კონსტიტუციური რეფორმის პროცესის სხვადასხვა ეტაპს, ვითვალისწინებდით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ევროკავშირი მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის გაცხადებულ მზადყოფნას, გაეზიარებინათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო. პარლამენტში პირველი და მეორე მოსმენისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო პროექტი ადასტურებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა მის ძალაში შესვლას 2024 წლამდე გადაავადებს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად იქნა შეტანილი.
სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსესუსის ნაკლებობის გამო.
თავიდანვე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას ჩვენ მხარს ვუჭერდით ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესების წარმართვას. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას რათა მიღწეული იყოს რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსესუსზე დაფუძნება.”- აღნიშნულია მოგერინის წერილში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


