უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2018 14:50
font-size

„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო სადილი გამართა

კომპანია „სილქნეტის“ მიერ გამართული საქველმოქმედო სადილი საზოგადოებაში ფონდის ცნობადობის ამაღლებასა და დაჭრილ მეომართა ზრუნვის საქმეში სხვადასხვა კომპანიების, ბიზნესმენების და საზოგადოების წევრთა ჩართულობას ისახავდა მიზნად. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი, სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი, ასევე, ქვეყნის ერთიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე დაჭრილი მებრძოლები, ვეტერანები, მედია და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოების წევრები.

ფონდის თანადგომაში მეტი ჩართულობისთვის, „სილქნეტმა“ შექმნა საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771. „სილქნეტის“ მობილური და ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ ამ ნომერზე დარეკვისას ჩამოჭრილი ერთი ლარი მთლიანად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

საგანგებოდ შეიქმნა ფონდის ვებ გვერდი: www.wwsf.ge, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციაა, როგორც შემომწირველებისთვის, ისე ბენეფიციარებისთვის. ასევე, განთავსებულია ყველა სიახლე და ფონდის საქმიანობის განახლებადი ანგარიში.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ „სილქნეტმა“ ზაფხულში დააფუძნა. დაფუძნებისთანავე ფონდის ანგარიშზე „სილქნეტმა“ და დაცვის სამსახურმა, კომპანია „დეტმა“ ფონდის ანგარიშზე ერთობლივად 120 000 ლარი შეიტანეს (100 000 - კომპანია „სილქნეტი“ და 20 000 კომპანია „დეტი“). ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე ბენეფიციარს.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი