უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2019 17:27
font-size

სილქნეტი ხაზგასმით ეწინააღმდეგება კომპანიის ნებისმიერი სახით დაკავშირებას და ხსენებას, ტროლების და ბოტების, ასევე კიბერ შეტევების დამაზიანებელ ქმედებებთან საქართველოში - სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სილქნეტი“ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტავს :

„ვეხმაურებით 9 მარტს კურიერში გასულ ინფორმაციას, სადაც მოთხრობილი იყო რუსთაველის 12-ში არსებულ შენობაში ტროლების განთავსების და მათი საქმიანობის, ასევე ბანკზე განხორციელებული კიბერ შეტევის შესახებ. სიუჟეტში ერთ-ერთმა რესპოდენტმა დააფიქსირა, თითქოს შენობაში განთავსებულია სილქნეტის აპარატურა, რომლის მეშვეობითაც, ბევრად უფრო ადვილი იყო კიბერ შეტევის განხორციელება.

სილქნეტი აფიქსირებს, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. კომპანიას შენობაში არანაირი აპარატურა არ აქვს. იგი განლაგებულია სხვა ტერიტორიაზე - აღნიშნული შენობის უკანა ეზოში, სადაც, ასევე, განთავსებულია საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ოპერატორის აპარატურა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ აპარატურის განთავსებას არანაირი კავშირი არ აქვს რესპოდენტის მიერ გამოთქმულ ვარაუდთან.

ამიტომ, ყველას გვინდა მივმართოთ თხოვნით, რომ მსგავს საპასუხისმგებლო თემებთან მიმართებაში მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების, ან კომპანიის, ამ შემთხვევაში „სილქნეტის“ იმიჯს და რეპუტაციას. სილქნეტი ხაზგასმით ეწინააღმდეგება კომპანიის ნებისმიერი სახით დაკავშირებას და ხსენებას, ტროლების და ბოტების, ასევე კიბერ შეტევების დამაზიანებელ ქმედებებთან საქართველოში“, _ ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი