პოლიტიკა
სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა - მეთიუ ბრაიზა
სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ 2008 წლის აგვისტოს ომის ამბები გაიხსენა. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დარმწუნებულია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
ბრაიზას შეფასებით, მაშინ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ მეგობარს სჯეროდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს.
„პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რას უმზადებდა პუტინი საქართველოს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ კოლეგას, სწამდა და თან თავსაც აჯერებდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობას ესწრაფოდა - არცერთი ეს ვარაუდი არ გამართლდა. პრეზიდენტ ბუშს რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უკრაინის მოვლენებთან მიგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ, ბევრად ხისტი იქნებოდა პუტინთან და ეტყოდა, რა მოჰყვებოდა წითელი ხაზის გადაბიჯებას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა“,- თქვა ბრაიზამ.
მისივე თქმით, მსოფლიოში არ ეგულება პრეზიდენტი, რომელიც არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას.
ბრაიზას განცხადებით, 2008 წელს, „პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა“.
„ჩვენ შევიკრიბეთ თეთრ სახლში და ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო გეგმა. ეს იყო 2008 წლის მაისში - სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა - ის ნაწილობრივ ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ ქვეყანა გაეერთიანებინა. გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჩაგონებები, მოთმენით მჯდარიყო, ნიშნავდა სააკაშვილისა და საზოგადოდ საქართველოს ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში - ჩვენი მსგავსი პოლიტიკით ის რჩებოდა უმძიმესი არჩევნის წინაშე: ან უნდა დასთანხმებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და ნაწილობრივ დამოუკიდებლობის დაკარგვას, პარალელურად უნდა გამოსთხოვებოდა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში საკუთარი ქვეყნის ხილვის იმედს, ან კიდევ რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვიმედოვნებდით, რომ მეტი დრო გვექნებოდა, ამ დიპლომატიური გეგმის ასამუშავებლად, მაგრამ დრო არ გვეყო. სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემა. მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?“,- თქვა ბრაიზამ ინტერვიუში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


