უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივნისი, 2025 13:29
font-size

სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა და ექსტრემიზმი საქართველოში ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან - შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაფინანსებები შეწყდა, საქართველოში სიძულვილი, ძალადობა, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სამარცხვინოა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს უნდა შეწყდეს.

„ექსტრემიზმსა და ძალადობას ყველგან ერთნაირი სახე აქვს და ამ სახეს ჩვენ ვხედავთ ხან თბილისში, ხან ბერლინში, ხან პარიზში, ხან ლოს ანჯელესში და ასე შემდეგ. ევროპაში ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცუდია, როცა მათ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ხოლო კარგი და მშვიდობიანია, როცა ქართველ პოლიციელს ესვრიან. ეს არის პრობლემა. ზოგიერთ ევროპელს ჰგონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ცუდია ბერლინში და კარგია, თუ საქართველოს პარლამენტს წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის, ბრიუსელში. ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ხანდახან როგორი უტიფარია ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ერთი მხრივ, მაღალი ტრიბუნიდან ქადაგებენ პლურალიზმს, მშვიდობიან განვითარებას და, მეორე მხრივ, პირდაპირ აფინანსებენ ექსტრემიზმს. მას შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, რომ აშშ-ის დაფინანსებები შეწყვეტილია, სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა და ექსტრემიზმი საქართველოში ფინანსდება ევროპული წყაროებიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან. სამარცხვინო მდგომარეობაა, როდესაც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია თავს აიგივებს ექსტრემიზმთან, ეს უნდა შეწყდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ამოცანებს და შეწყვიტონ ექსტრემიზმის გამართლება, წახალისება და დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი