პოლიტიკა
შვილმოკლულ მამებთან მივედი არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი აქვს - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა მის მიმართ გამოთქმულ შეფასებას, რომელიც რუსთაველზე ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან მისი და ბადრი ბიწაძის მისვლას მოჰყვა.
ბურჯანაძის მტკიცებით, ეს ნაბიჯი მან გადადგა არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც თანაგრძნობის უნარის მქონე ადამიანმა.
„არ ვაპირებ, ვინმესთან თავი ვიმართლო, თუ რატომ მივედი ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან. მე იქ მივედი არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი აქვს. მე იქ მივედი, როგორც დედა, რომელსაც შვილები ჰყავს. რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, ადამიანებს შვილები მოუკლეს და ეს ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. ამ თემაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, თუ ვინმეს არ ახსოვს, მინდა შევახსენო, ჩვენ ვართ ის ერთადერთი ძალა, რომელიც არასოდეს არ გავრიგებულვართ არავის არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, არასოდეს არავისთან ვაჭრობა არ დაგვიწყია, ყოველთვის ვიცავდით ჩვენს პოზიციას და ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდით ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მომხრეები და ობიექტურად მოწინააღმდეგეები ხედავენ, ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის შევეწინააღმდეგებით უსამართლობას, დამნაშავეებზე ხელის გადაფარებას, ადამიანების აბუჩად აგდებას. ვინც არ უნდა იყოს, არავის არ მივცემთ უფლებას ცილისწამებითა და ტალახის სროლით შეგვაშინოს და დაგვადუმოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


