საზოგადოება
შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ პუშკინის სკვერში რუსული ენის დღე აღნიშნა
6 ივნისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ რუსული ენის დღე აღნიშნა. შეკრებილებმა პუშკინის ძეგლთან ყვავილები მიიტანეს.
რუსული ინტერესების სექცია წერს, რომ ღონისძიება ორგანიზებული იყო რუსულენოვანი ლიტერატურული საზოგადოება „ორიონის“ მიერ. მასში მონაწილეობდნენ რუსი მოქალაქეები, კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ და ქართული სკოლების მოსწავლეები.
„რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
რუსული ინტერესების სექცია, მისი მთელი შემადგენლობა გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობას“. – განაცხადა სექციის ახალმა ხელმძღვანელმა, დმიტრი ოლისოვმა, რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ცნობით.
TASS-ის მიხედვით, ოლისოვმა ასევე თქვა, რომ ბევრი ცნობილი ქართველი მწერალი რუსულად „არა მხოლოდ წერდა, არამედ რუსულად აზროვნებდა კიდეც”.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


