უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2017 18:50
font-size

შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

შვედეთში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღების ფარგლებში, ქ. სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველებით დაკომპლექტებული ანსამბლის „ქ. სტოკჰოლმის წმინდა გიორგის გუნდი“ მიერ შესრულდა საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ჰიმნები, რის შემდეგაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთში მალხაზ კაკაბაძემ. მან ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ურყევი თანადგომისთვის და მომავალი, უფრო ღრმა თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ღონისძიებაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინვესტიციო სააგენტოების და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, კულტურული მოღვაწეები, არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, ჟურნალისტები და შვედეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

გარდა ამისა, შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველო-შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურისტული კომპანიების „Caucasus Travel", „Georgian Wonders", „Visit Georgia", აგრეთვე კურორტის "Lopota Lake Resort and Spa" წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრები გამართეს შვედეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დასაწყისში, საელჩოს სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთში, რომელმაც ისაუბრა ტურიზმის განვითარებაში საქართველოს მთავრობის მიღწევებზე და სამომავლო მიზნებზე. ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველო-შვედეთის მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე სვენ ჰოლმსტრომი. მან ყურადღება გაამახვილა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრეს ტურიზმის სფეროში საქართველოში არსებული შესაძლებლობებზე და საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფად ზრდის ტენდენციებზე.

ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის „Atlasglobal" სტოკჰოლმის წარმომადგენლობის დირექტორმა აისე მისირლიმ ხაზი გაუსვა ამ ავიაკომპანიის დაინტერესებას სკანდინავიის რეგიონიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ხელშეწყობაში და ქართველ და შვედ ტუროპერატორებს სტოკჰოლმიდან და კოპენჰაგენიდან, თბილისის მიმართულებით, ახლადგახსნილი ავიარეისების განრიგის და ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი