უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 აგვისტო, 2025 14:22
font-size

შვედეთის საელჩო ემალება ქართველი ხალხის კითხვას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით შვედეთის პრემიერის პოზიცია ვრცელდება თუ არა საქართველოზეც - შალვა პაპუაშვილი

ნაცვლად იმისა, შვედეთის საელჩომ განგვიმარტოს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით შვედეთის პრემიერის პოზიცია ვრცელდება თუ არა საქართველოზეც, ექსტრემისტი „ენჯეოების“ დაფინანსებით არის დაკავებული და ქართველი ხალხის კითხვას ემალება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტენსონის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ელჩის ფუნქციაა, განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია. ვნახეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მკაფიოდ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ დააკანონოს ლგბტ ქორწინება. ეს თქვა პირდაპირ, მკაფიოდ და არაორაზროვნად. მარტივი კითხვა არსებობს შვედეთის საელჩოს მიმართ, განმარტოს მისი მთავრობის პოზიცია, პრემიერ-მინისტრს წამოცდა, თუ ეს არის შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე გადაწყვეტილების მიღების დროს; ასევე საქართველოზეც შესაბამისად ვრცელდება თუ არა ეს პოზიცია. შვედეთის ელჩმა უნდა განმარტოს, ეს არის ზუსტად ელჩის საქმიანობა. ნაცვლად ამისა, შვედეთის საელჩო დაკავებულია ძალადობაში ბრალდებული ადამიანების პროცესებზე ფოტოების გადაღებით, თავმოწონებით, ექსტრემისტი „ენჯეოების“ დაფინანსებით. სინამდვილეში, ეს არის ძირის გამოთხრა დიპლომატიური მისიებისა და წარმომადგენლობის იდეისთვის. ნაცვლად იმისა, განგვიმარტოს შვედეთის პოზიცია, საელჩო იმალება, ემალება ქართველი ხალხის კითხვას, სამაგიეროდ, დღისით, მზისით ექსტრემისტების მხარდაჭერას არ ერიდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი