სამართალი
შუბლზე დამადო იარაღი და მითხრა, გავიხსენო თორემ ადგილზე მომკლავდა- ირაკლი გედენიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთ დაზარალებული ირაკლი გედენიძე დაიკითხა.
სასამართლო პროცესზე გედენიძემ დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების დღე.
“გამთენიისას, გავიარეთ ბოლომდე ჯიქიას ქუჩა და მანქანამ გააგრძელა სვლა ჯიქიას სასაფლაოს მიმართულებით.
დამიწყეს ცემა, თან მაგინებდნენ. აყვანის და ძირს დაგდების მომენტში ყველას ეკეთა ნიღბები, თან მეუბნებოდნენ, რომ გავიხსენო თუ ვისთან ერთად ვჯაშუშობდი და შემდგომ ვის ვაწვდიდი ინფორმაციას.
პიროვნებამ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბი ეკეთა, მარცხენა მხარეს ვინც მეჯდა მანქანაში, ამოიღო იარაღი ქამრიდან, გადატენა და სახეზე მომიშვირა, შუბლზე დამადო და მითხრა, რომ გავიხსენო თორემ ადგილზე მომკლავდა.
გადმომიყვანეს მანქანიდან და შემიყვანეს მოდულის შენობაში. დევნოზაშვილმა და იმ ოქროს ჯაჭვიანმა პიროვნებამ, გამიყვანეს დერეფანში და უკნიდან ხმამაღლა მითხრა ოქროს ჯაჭვიანმა, რომ კეფაზე დამელაგებინა ხელები და ისე გამევლო ეს დერეფანი. ეს ბრძანება შევასრულე და შემდგომ დევნოზაშვილის ხმა იყო, რომ გავჩერებულიყავი და დამეჩოქა. ეს მოთხოვნაც შევასრულე. დაახლოებით ნახევარ წუთამდე ვიყავი დაჩოქილი“,-განაცხადა გედენიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


