პოლიტიკა
„შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“ - სალომე ზურაბიშვილი მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მასსა და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მედიას საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე აუწყა.
მისივე მტკიცებით, მუქარის ავტორების იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.
საპრეზიდენტო კანდიდატმა შსს-სა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების - თეიმურაზისა და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემ მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“... მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან.
ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალსა და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალების სახელით, იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართველი ვაჟკაცების ღირსებისა და თავდადების სიმბოლოა.
სოციალურ ქსელებში თანხვედრილი და იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირისგან წარმოთქმული მუქარები, რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.
ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთი პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.
ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.
მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იყოს აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


