უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ნოემბერი, 2016 11:55
font-size

შსს-ში ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.

შსს-ს ცნობით, საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ძალადობის ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის და მათი პრევენციის, ასევე, ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა ისეთი დანაშაულებიც განიხილეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლები ან მოწმეები.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და საკონსულტაციო ცხელი ხაზის - 116006-ის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა სტუმრებს კიბერდანაშაულის საფრთხეები გააცნო და ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობლობის შესახებ რჩევები მისცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი კი მოზარდებს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ გააცნეს, მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ კანონით ყველა სახის ძალადობა ისჯება. შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს და ევროსაბჭოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეს ევროპის საბჭოს „ლანზაროტეს კონვენციის“ წევრი ქვეყნები ყოველი წლის 18 ნოემბერს აღნიშნავენ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი