უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ივნისი, 2017 16:40
font-size

შსს სამართალდამცავების მიერ ახალგაზრდა ქალის ცემის ფაქტს უარყოფს და ვიდეომასალას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების მიერ ვარდების მოედანზე ახალგაზრდა ქალის ცემის ფაქტს უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს.

განცხადებისა და ვიდეოკადრების მიხედვით, 15 ივნისს, ვარდების მოედანზე ჩხუბი ორ ქალს შორის მოხდა და სამართალდამცავების მხრიდან ცემას ადგილი არ ჰქონია.

,,მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავა. დაკავებისას მას განემარტა ნებაყოფლობით ადვოკატის მოწვევის უფლება. ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც პოლიციას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა’’, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი