სამართალი
შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას - დავით კირკიტაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ შსს-ს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ კირკიტაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
კირკიტაძის განმარტებით, მას არ სურს, რომ გამოძიებას შსს აწარმოებდეს.
„შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა სასამართლოსთან მზად ვარ, ვითანამშრომლო. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს“, - განაცხადა კირკიტაძემ.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.
პროცესზე, რომელზეც სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, პროკურატურა დავით კირკიტაძისათვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ბრალდებამ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბრალდების პოზიციას არ ეთანხმება დაცვის მხარე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


