სამართალი
შსს-ს ინიციატივით მიღებული ახალი კანონით ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა
დღეიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
,,ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის. ასევე, ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად და გენდერული ნიშნით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


